
ანაკლიის პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით მშენებელი კომპანია 26 ივლისს გამოვლინდება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სამინისტრო, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, აქტიურად მუშაობს როგორც ინვესტორის გამოცხადების, ასევე სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მშენებელი კომპანიის შერჩევა 26 ივლისს მოხდება. „რამდენადაც პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების, ამიტომ ჩვენ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობითა და










