
სახალხო დამცველი – მოვუწოდებ შსს-ს, არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვნახეთ, ასევე მივმართავ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების მშვიდობიანი ფორმა, რათა ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში
მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ლევან იოსელიანმა ასევე მოუწოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები, მისი მშვიდობიანი ფორმა, რათა ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში. „ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის









