
ლევან დავითაშვილი – ვაზიანში ახალი აეროპორტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ავიაციის განვითარებას, ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი, ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება მოსახლეობისთვისაც
ვაზიანში ახალი აეროპორტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება მოსახლეობისთვისაც. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მრავალი თვის განმავლობაში ვსწავლობდით შესაძლო ვარიანტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. გასულ შაბათს გაიმართა ეკონომიკური










