
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის განვითარების ფონდი დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „დავიწყეთ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს აღნიშნულ პროექტზე. სამუშაოების პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ. ეს იყო მთლიანი კედლის რეაბილიტაცია, რომელიც იყო ავარიულ და მძიმე მდგომარეობაში. ასევე, გალავანს აზიანებდა წყალი.










