
კომპანია „სილქნეტში“ აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, 2 000-მდე მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს
კომპანია „სილქნეტში“ მომხმარებელთა მცირე ჯგუფის, სავარაუდოდ, 2 000-მდე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აღნიშნულია „სილქნეტის“ განცხადებაში. კომპანიის განცხადებით, სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან. „კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და










