
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს. „მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო










