
გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე წარუდგინა. თეიმურაზ ლომთაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თეიმურაზ ლომთაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკადრო










