
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი თბილისის მერიას სასტუმროებში გადაჰყავს. როგორც ადგილზე მყოფმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასზე მეტი ადამიანი ექვს სასტუმროში განთავსდება. მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. „მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური – უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა, ასევე, მის გვერდით არსებული სადარბაზო.










