
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, დამატებით რეისებს ნიშნავს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს. „მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://gr.com.ge; ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










