
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1-ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). „ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლისა და










