
ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში, ოთხსართულიანი ავარიული სახლის ნაცვლად, ათსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება
თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში მდებარე მეცხრე კორპუსის ჩანაცვლებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რის შემდეგაც, ავარიული ოთხსართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი










