
გივი მიქანაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრმა მორიგი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. „უმაღლესი










