
32 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან
დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი, დაღუპულთა საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ბაბუშერაში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა










