
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა. სწავლება ვაზიანის სასწავლო ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი. შეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის სერტიფიცირებული ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და










