
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას „ლელო – ძლიერი საქართველო“ არ შეცვლის. ამის შესახებ ხაზარაძემ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს „ძლიერ საქართველოს“. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს










