
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამი ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სამი ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა. მინისტრი მუხრანის N1, ფასანაურის N1 და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც განახლებულ სასწავლო სივრცეებს გაეცნო და პედაგოგებს, სკოლის თანამშრომლებსა და მშობლებს შეხვდა. როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი მოიცავს ისეთი შენობების განახლებას, სადაც არაერთი თაობა,










