
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული გ.ს., 2002 წელს დაბადებული გ.ს, 1999 წელს დაბადებული ნ.კ.










