
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ცვლილებების პროექტით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომელიც საქართველოდან გაძევებას და განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვას გულისხმობს
უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომლის მიხედვით, უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ცვლილებების გათვალისწინებით, აღნიშნული სასჯელი შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. კერძოდ, პროექტით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის










