
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესზე ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლოში ივანიშვილის გამოკითხვა. „არ ვიცი, რა არის მათი სტრატეგია, რას აცხადებდნენ, არ მომისმენია, თუმცა შემიძლია, დავადასტურო ფაქტი და თქვენც ყველა აქ ბრძანდებოდით,










