
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საგამოძიებო სამსახური – დავით აღმაშენებლის ხეივანზე აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2025 წლის 2 თებერვალს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს, ცხელი ხაზის მეშვეობით,










