
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ოთხ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათგან სამი „კანონიერი ქურდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან სამი „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე









