
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ პარლამენტს, არ განიხილოს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტი, ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხილვა. კერძოდ, ცვლილებები შედის: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღინიშნება, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა










