
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“. ფორუმი ქალაქ სამარყანდში, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმზე განიხილეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები.










