
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, კერძოდ კი, პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების










