
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული არიან – 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996










