
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპები შემუშავდება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საბჭოს აპარატის უფროსის, ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებასა და შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა










