- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ზ.ი. და ამავე წელს დაბადებული რ.ბ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარების, ასევე, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით









