
- By Keti Khomeriki
- In სამართალი, სიახლეები
რატი ბრეგაძე – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებები არის ნათელი დასტური, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით მკაფიოდ დადასტურდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მიეცნენ ევროპული სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. რატი ბრეგაძის თქმით, 2022-2023 წლებში ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას და ნიკანორ მელიას საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული კონვენციის მოთხოვნების







