
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში – პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანილი პატიმრების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს. შესაბამისად, მათი მოვალეობა შემოიფარგლება მხოლოდ გარე დაცვით. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამართლებრივი აქტებით ასევე არ არის დარეგულირებული










