
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლონეთის პოლიციამ ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე, 32 წლის მამაკაცი დააკავა
პოლონეთის პოლიციამ ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე, 32 წლის მამაკაცი დააკავა. მას ქალის მანქანიდან ჩანთის მოპარვაში ედება ბრალი, რომელშიც 500 ათასი ზლოტი (დაახლოებით 112 ათასი ევრო) იყო. როგორც პოლონეთის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი სამშობლოში დაბრუნდა. ის სამართალდამცველებმა ვარშავის მახლობლად მდებარე ქალაქ მისლოვიციში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ადგილობრივმა სასამართლომ










