
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
მერაბ ტურავა – პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 12:00 საათის შემდეგ მოეწერება ხელი, ტექსტის სამართლებრივ დეპარტამენტში ექსპერტიზას კი, კიდევ ორი საათი დასჭირდება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ ხელს. ამის შესახებ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლოს რამდენიმე პროცედურა აქვს ჩასატარებელი. „გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. ეს დღე შედგება რამდენიმე საათისგან, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ,










