
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებში, დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, მრავლად გავრცელდა სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები ოთარ ფარცხალაძის ვითომდა კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს პროკურატურის მიმართ დეზინფორმაციის განახლებული კამპანიის წამოწყებას, რომლის მიზანიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, რათა დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება










