
- By Keti Khomeriki
- In სამართალი, სიახლეები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით სამეგრელოს პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ










