
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მეორე შეჭრას ზოდელავა, ბურჭულაძე და ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი წეველიძე დაიკითხა. წეველიძემ სხდომაზე 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა. „ჯერ ჟურნალისტები მოვიდნენ სასახლესთან, შემდეგ აქციის მონაწილეები. არაერთი მითითების მიუხედავად, რომ არის დაცული ტერიტორია და არ შეიძლება შიგნით შემოსვლა, არის უკანონო, მაინც შემოიჭრნენ, შემოვიდნენ.










