
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ი – ე.წ. კამიტი შსს-ს არასდროს შეუძენია, 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციაზე გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს










