• April

    22

    2026
  • 77
  • 0
დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე, 1964 წელს დაბადებულ ლ.ა.-ზე. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor