
- By Keti Khomeriki
- In განათლება, პოლიტიკა
განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა. განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ალექსანდრე წულაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.










