
გიორგი ამილახვარი – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, პედაგოგებს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მათ პროფესიულ განვითარებაზე
კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სკოლის ავტონომიის პირობებში სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განათლებასა









