
ცნობილი სპორტსმენი და საქართველოს ნამდვილი პატრიოტი ბიქტორ გვენეტაძე გმობს ,,GEO NEWS” მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და თავდასხმას
,,GEO NEWS”-სა და მისი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული დევნისა და ბულინგის ფაქტები სოციალურ ქსელში კატეგორიულად დაგმო ცნობილმა სპორტსმენმა ბიქტორ გვენეტაძემ და ჩვენს ინტერნეტგამოცემას თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ,,მინდა გამოვეხმაურო ,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ბულინგის ფაქტებს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს მედიის სარედაქციო პოლიტიკა, ასე იქცევიან ის რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც










