
ექსკლუზივი : რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას აფხაზეთიდან იმ ლტოლვილებს და მათ შთამომავლებს, ვინც ათწლეულების წინ თავი სხვა ქვეყანას შეაფარა ?
არ მიყვარს პირველ პირში რაიმეს თხრობა, მით უფრო ისტორიული ამბების, რომლის მონაწილეც ვიყავი და რომელსაც სადღეისოდ სულ სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოგვითხრობენ, თუმცა ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, ეს აუცდენელია და ამჯერად ზუსტად ეს შემთხვევაა. მე ვარ ირაკლი კერესელიძე, თადარიგის ოფიცერი ( სამხედრო წოდება -კაპიტანი ), ,,GEO NEWS”-ის იურისტი და გამომძიებელი ჟურნალისტი. 1992 წელს მაისში დავხურე მხატვრული კინოს რეჟისურის










