
ექსკლუზივი – ალექსანდრე გვარიშვილი : ,,შერიგება, როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა”
ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ( ბაკუნა ) გვარიშვილთან. აფხაზეთის კონფლიქტი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტრაგედიაა, ჭრილობა, რომელიც ათწლეულების შემდეგაც არ შეხორცებულა. ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიული დავა – ეს არის ადამიანური დრამა – დაკარგული სახლები, გაწყვეტილი კავშირები, ნდობის ნგრევა და თაობების მიერ გადატანილი ტკივილი. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ხმა, ვისთვისაც ეს თემა










