
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია – მიტაცებული ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებს უბრუნდება
რადიკალებისა და ზურაბიშვილის მიერ მიტაცებული ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებს უბრუნდება. 29 დეკემბრიდან საქართველოს მე-6 პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია. უკვე მომქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ფიცი პარლამენტში, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, დადო. ყაველაშვილმა ფიცი სპეციალურად დაბეჭდილ კონსტიტუციის ეგზემპლარსა და ბიბლიაზე დადო, რომელიც უწმინდესმა პარლამენტს გადასცა. ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებელი იქნება – დაიცავს კონსტიტუციას. ფიცის










