
სამხედრო ოფიცერი დავით ნემსაძე გაქცეული პოლიციელის ირაკლი შაიშმელაშვილის ,,გმირის” მითს ანგრევს
დღევანდელი ჩვენი რესპონდენტია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე, სამხედრო ოფიცერი, ბატონი დავით ნემსაძე, რომელიც საფრანგეთში საქმიანობს. ის იქიდან მოგვცემს ინტერვიუს და მოგვაწვდის მნიშვნელოვან და საგულისხმო ინფორმაციას სამშობლოდან გაქცეული, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, რენეგატი ირაკლი შაიშმელაშვილის თაობაზე. როგორც საზოგადოებას ახსოვს, წინა წლის დეკემბრის დასაწყისამდე ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმარების სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რის მერეც










