
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი – თურქეთთან ურთიერთობები ნულიდან დავიწყეთ, ფაქტობრივად, ეს ახალი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაა და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობს
თურქეთთან ურთიერთობები ნულიდან დავიწყეთ. ფაქტობრივად, ეს ახალი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაა და ეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის სომხურ თემთან შეხვედრაზე განაცხადა. ფაშინიანის თქმით, მიმდინარე პროცესი რეალურად დაიწყო თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან 2022 წელს პრაღაში პირველი შეხვედრით, რის შემდეგაც სომხეთსა და თურქეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დიალოგი დაიწყო, რომელიც შემდეგ გაგრძელდა










