
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, დაასრულოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა იმგვარად, რომ ირანმა სრულად თქვას უარი ბირთვულ იარაღზე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რეალურად დაასრულოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კანადიდან გამგზავრების შემდეგ განუცხადა. ტრამპის აღნიშნულ კომენტარს „სი ბი ეს“ ნიუსის ჟურნალისტი, ჯენიფერ იაკობსი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. „მე არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მივისწრაფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპის განცხადებით, მას სურს, რეალურად დაასრულოს პრობლემა










