
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა შეზღუდა FARA-ს აღსრულება და გააუქმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში არსებული ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგარეო გავლენის წინააღმდეგ მუშაობდა
აშშ-ის ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ პირველ სამუშაო დღეს გამოცემული დირექტივით შეზღუდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) აღსრულება და გააუქმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში არსებული ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგარეო გავლენის წინააღმდეგ მუშაობდა . ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. გენერალური პროკურორის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს. „გამოთავისუფლდეს რესურსები უფრო აქტუალური პრიორიტეტებისთვის და დასრულდეს პროკურატურის










