
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„როიტერი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყაროებმა „როიტერს“ განუცხადეს, სააგენტოში მხოლოდ 294 თანამშრომელს მიეცემა სამსახურის შენარჩუნების უფლება, მათ შორის მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს აზიის ბიუროში. ჯი ბრაიან ეტვუდმა, რომელიც USAID-ს ექვს წელზე










