
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – ირანი ახლა ძალიან ძლიერია და არ მივცემთ ბირთვული იარაღის ქონის საშუალებას, მე როცა წავედი, ირანი დიდ პრობლემებში იყო, არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, მაშინ 7 ოქტომბერი ვერ მოხდებოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნასთან დაკავშირებით კითხვაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ყველა ითხოვს ერთ რამეს, იცით, რას? – მშვიდობას. ჩვენ გვსურს მშვიდობა. გვსურს, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ“. ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეკითხვა დაუსვეს მძევლების გათავისუფლებისა










