
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ 7 ნოემბერს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე შეეცდება, რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლება შეათანხმოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლებას შეეცდება. ვიქტორ ორბანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებას გეგმავს. მისივე თქმით, შეეცდება დონალდ ტრამპის დარწმუნებას, რომ უნგრეთი ენერგეტიკის საკითხში მილსადენების ქსელზეა დამოკიდებული და ამის გამო სანქციებისგან გათავისუფლება სჭირდება. „უნგრეთს ზღვა არ აქვს, ამიტომ პირდაპირი საზღვაო ტრანსპორტირება შეუძლებელია. იმ










