
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა
ისრაელმა ღაზის მასშტაბით საჰაერო და სახმელეთო იერიშები განახორციელა. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაცაა ჟურნალისტი, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მათმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთში ათობით მებრძოლი მოკლეს, სხვები კი დააკავეს. საჰაერო იერიში იყო განხორციელებული ღაზის ქალაქ ხან იუნისზე. ლტოლვილთა თავშესაფარზე მიტანილი იერიშის










